|
2020-10-16 13:57:45, 433 ნახვა
პოლიტიკა
ლევან კობერიძე არჩევნების გადადების საკითხზე საპარლამენტო მსჯელობის გამართვას ითხოვს
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი ლევან კობერიძე არჩევნების გადადების საკითხზე საპარლამენტო მსჯელობის გამართვას ითხოვს. ოპოზიციონერი დეპუტატი არჩილ თალაკვაძესა და დიმიტრი ხუნდაძეს მიმართავს, რომ არჩევნების ჩატარების საკითხი საჯარო ფორმატში განიხილონ. "მოვუწოდებ პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძესა და ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, დიმიტრი ხუნდაძეს, მოიწვიონ პარლამენტის რიგგარეშე, სპეციალური სხდომა, ინფექციონისტებისა და დარგის სხვა სპეციალისტების ჩართულობით. აუცილებელია გაფართოებულ და საჯარო ფორმატში გაიხსნას რეალური მსჯელობა საკითხზე: რამდენად მძიმეა კოვიდ-ვითარებასთან დაკავშირებული პროგნოზი და მოლოდინები, არსებული მდგომარეობა უქმნის თუ არა საფრთხეს ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობას, არჩევნების ჩატარების შემთხვევაში. ჩვენ, საზოგადოებასთან ერთად ღია და არა დახურულ, ერთპარტიულ ფორმატში, როგორც დღეს ამას პრემიერ-მინისტრთან არსებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო აკეთებს, უნდა ვიმსჯელოთ, პანდემიის მძიმე შედეგებიდან გამომდინარე, საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გადადების საკითხზე.მივმართავ როგორც კოლეგებს, ისე ოპონენტებს - ამოვიდეთ არა საკუთარი, ვიწროპარტიული პოლიტიკური ინტერესებიდან, თუ ვის როდის გვაძლევს ხელს არჩევნების ჩატარება, არამედ მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებიდან და მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც არ დააზარალებს ჩვენს მოქალაქეებს", - აცხადებს კობერიძე.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)