|
2020-10-16 12:50:21, 450 ნახვა
პოლიტიკა
სერგი კაპანაძე - „ქართული მარში“ „ქართული ოცნების“ მიერ ხელდასმული ორგანიზაციაა
"ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღავნელი, სერგი კაპანაძე, ნიკა მელიას ოფისთან ქართული მარშის აქციას ეხმაურება. კაპანაძის თქმით, ქართული მარში არის ქართული ოცნების ხედასმული ორგანიზაცია და მათ ინსტრუქციებს ასრულებს. კაპანაძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლებას მხოლოდ ეს ინსტრუმენტები დარჩა ოპონენტებთან საბრძოლველად, რადგან ისინი ვერ ართმევენ თავს ვერცერთ გამოწვევას. „ქართული მარში რა ორგანიზაციაა ყველამ ვიცით, ის არის პირდაპირ ხელდასმული ორგანიზაცია ქართული ოცნების მიერ, მათი ყველა პოლიტიკის მთავარი მხარდამჭერი ამ ბოლო წლების გნამვალობაში. გადახედეთ ქართული მარშის სიას და თქვენ ნახავთ, რომ მასში არიან ქართული ოცნების წარმომადგენლები, ზოგი ყოფილი, ზოგი მოქმედი, ადმინისტრაციული თანამდებობების მქონე ადამიანები, მინისტრის მოადგილეები და ასე შემდეგ. იმ პირობებში, როდესაც მათ არაფრის შეთავაზება არ შეუძლიათ საზოგადოებისთვის, არცერთი პრობლემის მოგვარებაზე არ საუბრობენ, არც ეკონომიკის, არც კოვიდის, არც სიღარიბის, არც უმუშევრობის, ერთადერთი რაც მათ დართათ არის ეს, ძალადობის, აგრესიის გზით, დაშნინების, მოსყიდვის გზით და იმაზე ხაზგასმის გზით, რომ წინა ხელისუფლებამ რაღაცეები დააშავა და ბრალდებების მოგონებით. ეს არის მათი ერთადერთი დარჩენილი ინსტრუმენტები და შეუძლებელია, რომ ამ გზით შეინარჩუნონ ხელისუფლება, ეს არის რეცეპტი კატასტროფის“, - განაცხადა კაპანაძემ.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)