|
2020-10-16 12:39:41, 566 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოში ახლა უიშვიათესი 8 წლიანი პერიოდია, როდესაც ქვეყანაში არ ყოფილა ომი
თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ნამდვილი რიცხვები“ დავით გარეჯის საკითხზე საუბრისას, განსაკუთრებით აღნიშნა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წვლილი რუკების მოძიების პროცესში: „ჩვენი პარტიის თავმჯდომარემ მოახერხა უნიკალური რამ - შექმნა პრეცედენტი, რაც ქართველებს ბოლო 30 წელია არ გვინახავს და ამას არ უფიქრდება არავინ, საუბედუროდ, იმიტომ, რომ არ გვესმის მშვიდობის ფასი.“ მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა არის 8-წლიანი უიშვიათესი პერიოდი, როდესაც ომი არ ყოფილა ქვეყანაში. მინისტრის განცხადებით, მტრული ძალა მუდმივად ცდილობს ქვეყანაში იყოს დესტაბილიზაცია და ქაოსი. ირაკლი ღარიბაშვილმა ოპონენტების ბრალდებებსაც უპასუხა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ეს არის „რუსული დაკვეთა“. „ეს არის პატრიოტული, ეროვნული საქმე, რომელიც ბატონი ბიძინას ჩართულობით, მისი უშუალო დავალებით და ხელმძღვანელობით განხორციელდა,“ - აღნიშნა მან. „მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ საქმეს ჩვენ მივიყვანთ ბოლომდე, რა თქმა უნდა, კონსტრუქციული დიალოგით, ცივილიზებულ ფორმებში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აზერბაიჯანთან ერთად,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. საუბრის დასასრულს, თავდაცვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც რუკების მოძიების პროცეში აქტიურად მონაწილეობდა.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)