|
2020-10-14 10:38:40, 553 ნახვა
პოლიტიკა
„დემოკრატიის ინდექსი – საქართველო“: პანდემიის პირველ ეტაპზე პარლამენტი სრულიად უუნარო აღმოჩნდა
დემოკრატიის ინდექსი – საქართველო პარლამენტის 2020 წლის საგაზაფხულო და საგანგებო სესიების მუშაობას აფასებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პანდემიის პირველ ეტაპზე პარლამენტი აღმოჩნდა სრულიად უუნარო, მას არ გაუტარებია რაიმე ღონისძიება კანონშემოქმედებითი ან საზედამხედველო კუთხით. „საგანგებო მდგომარეობის პერიოდში პარლამენტი არ ფუნქციონირებდა და ის • პანდემიის პირველ ეტაპზე პარლამენტი აღმოჩნდა სრულიად უუნარო – არ გაუტარებია რაიმე ღონისძიება კანონშემოქმედებითი ან საზედამხედველო კუთხით. საპარლამენტო ოპოზიციის როლი სუსტია: • ოპოზიციის ხანგრძლივი ბოიკოტი პარლამენტის როლს კიდევ უფრო აკნინებს, შესაბამისად სუსტდება არსებითი და კრიტიკული დებატების შესაძლებლობა. • ოპოზიციის საკანონმდებლო საქმიანობაში მონაწილეობა, მცდელობის მიუხედავად, შეფერხდა. კერძოდ, მათ მიერ წარდგენილი კანონპროექტების მომზადების ეტაპი ყოველ-ჯერზე გაჭიანურდა, რის გამოც, მათი განხილვა არ მოხდა. • ოპოზიცია მთავრობის კონტროლის მექანიზმების გამოყენების თვალსაზრისით, როგორიც არის მაგ., საგამოძიებო კომისიების შექმნა – არ აქტიურობდა, განსხვავებით წინა სესიისგან“, - განაცხადეს ორგანიზაციაში. ცნობისთვის, დემოკრატიის ინდექსი – საქართველო 2019 წელს დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც, პარლამენტის საქმიანობაზე დაკვირვებით, განსაზღვრავს ქვეყნის დემოკრატიის ხარისხს.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)