|
2020-10-09 18:01:20, 628 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: საქართველოში ვნახეთ ნდობის სამკუთხედი - თავდადებული ექიმები, მოქნილი ხელისუფლება და პასუხისმგებლიანი საზოგადოება
საქართველოში ვნახეთ ნდობის სამკუთხედი - თავდადებული ექიმები, მოქნილი ხელისუფლება და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, რაც ამ დრომდე COVID-19-მა გვასწავლა არის ის, რომ საჭიროა, ერთობლივი ძალისხმევა, სოლიდარობა და სოციალური პასუხისმგებლობა. „რაც ამ დრომდე COVID-19-მა გვასწავლა არის ის, რომ საჭიროა, ერთობლივი ძალისხმევა, სოლიდარობა და სოციალური პასუხისმგებლობა, რათა გადავლახოთ მსოფლიოში არსებული ყველაზე რთული გამოწვევები. მათთან მარტო გამკლავების ძალა არავის შესწევს. საქართველოში ჩვენ ასევე ვნახეთ, ის რასაც მე ნდობის სამკუთხედს ვუწოდებ - თავდადებული ექიმები, მოქნილი ხელისუფლება და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოება, რომლებსაც ერთმანეთის სჯეროდათ, ერთად მუშაობდნენ და სწრაფად ასრულებდნენ რეკომენდაციებს, რამაც განაპირობა ჩვენი თავდაპირველი წარმატება”, -განაცხადა პრეზიდენტმა.
ბახმაროში უცხოელი ქალის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)