|
2020-10-08 22:55:28, 402 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ზღვისპირა სოფლებს, ტურიზმის დიდი პოტენციალი აქვსთ და ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ შეიძლება ხელი შევუწყოთ ამ მიმართულებას
,, ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს. კანდიდატი ადგილობრივებს გეგმებს აცნობს და მათგან არსებულ საჭიროებებზე ინფორმაციას იღებს. ,, დღეს ე.წ „ახალი დარჩელის" ტერიტორიაზე მოსახლეობას შევხვდით. ეს ახალი სახელწოდებაა, რომელიც კიროვის მოსახლეობას სურს, რომ სოფელს დაარქვას. ამ საქმეში მუნიციპალიტეტი მათ ხელს უწყობს. დღესვე შევხვდით განმუხურელებსაც, ორივე სოფელი ძალიან უხვმიწიანია, ამიტომ ძირითადი განსახილავი თემა სოფლის მეურნეობის განვითარებისა და გაფართოების საკითხები იყო. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი სახელმწიფო პროგრამა გამოიყენონ ჩვენმა მოქალაქეებმა, რომ უფრო მეტი დოვლათი შევქმნათ ადგილზე. გარდა ამისა, ამ მხარეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ზღვისპირა სოფლებს, ტურიზმის პოტენციალიც დიდი აქვს და ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ შეიძლება ხელი შევუწყოთ ამ მიმართულებას" - განაცხადა ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა. შეხვედრას ''ქარული ოცნების'' ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი შენგელია, ზუგდიდის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატები ედიშერ თოლორაია, მერაბ ქავარაია და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის აპარატის უფროსი ლაშა გვასალია ესწრებოდნენ.
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)