16:13 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-07 17:39:11, 1550 ნახვა

ომი უკრაინაში
„რადიო იმედის“ თანამშრომელს კოვიდ-19 დაუდასტურდა

„რადიო იმედის“ თანამშრომელს კოვიდ-19 დაუდასტურდა.

ამის შესახებ „რადიო იმედი“ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ თანამშრომელი შვილისგან დაინფიცირდა, თუმცა მას სხვა თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონია.

„მეგობრებო, „რადიო იმედის“ თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსი (COVID 19), რომელიც დაინფიცირდა შვილისგან, ის გადაყვანილია კლინიკაში და უტარდება სათანადო მკურნალობა. აღსანიშნავია, რომ ვირუსის აღმოჩენამდე, მას რადიოს ოფისთან და თანამშრომელბთან კავშირი არ ჰქონია.

„რადიო იმედმა“ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით, ოფისში ჩაატარა სადეზინფექციო სამუშაოები და პრევენციის მიზნით შეზღუდა გადაცემები, სადაც მოწვეული სტუმრები მონაწილეობენ.

ეპიდემიოლეგებისა და ინფექციონისტების თქმით, გარემო, რომელშიც ვმუშაობთ არის უსაფრთხო და დაცული.

გისურვებთ ჯანმრთელობას!“ , - ვკითხულობთ „რადიო იმედის“ განცხადებაში.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics