19:58 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-07 10:29:18, 544 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ქობულეთში მოცვის პლანტაციები გაშენდა

„საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით აგრომიმართულების კიდევ ერთ პროექტს ჩაეყარა საფუძველი. ამჯერად ბანკმა 336 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა, რაც ქობულეთში, დაბა ოჩხამურში, 12 ჰა ტერიტორიაზე მოცვის პლანტაციების გაშენებას მოხმარდა. ბანკის მიერ, პროექტის განსახორციელებლად გამოყოფილი თანხა მიწის დამუშავებას, ნერგების შეძენასა და სამაცივრე მეურნეობის მოწყობას მოხმარდა.

კოოპერატივმა „ოქროს ბეღელი“ პლანტაციები მიმდინარე წლის ივნისში გააშენა და უკვე მოჰყავს 28 ტონამდე მოცვი. წარმოებულ პროდუქციას კოოპერატივი ყიდის, როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზარზე. პროექტის ჯამური ღირებულება 1.5 მილიონ ლარს შეადგენს. აღნიშნულ პროექტში დღესდღეობით 15 ადამიანია დასაქმებული.

„ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის ერთერთ უცვლელ პრიორიტეტად რჩება. სწორედ ამ მიზეზით, ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ინტერესი მხარი დაგვეჭირა აგროსექტორისთვის და ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით ქობულეთში მოცვის პლანტაციების გაშენებას შევუწყვეთ ხელი. მიგვაჩნია, რომ მსგავსი პროექტების მხარდაჭერა აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანაში შეიქმნას უფრო მეტი სამუშაო ადგილი და განვითარდეს ადგილობრივი წარმოება. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ბიზნესების გაძლიერებას და ადგილობრივი მეწარმეების წახალისებას “, - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics