|
2020-10-03 13:48:00, 549 ნახვა
პოლიტიკა
ვანო მერაბიშვილი - პირველად, დიდმა პალატამ დაადგინა ევროკონვენციის 18-ე მუხლის დარღვევა და პოლიტპატიმრად მაღიარა
„პირველად სტრასბურგის სასამართლოს ისტორიაში, დიდმა პალატამ დაადგინა ევროკონვენციის 18-ე მუხლის დარღვევა და პოლიტპატიმრად მაღიარა“, - ამის შესახებ ვანო მერაბიშვილი სოციალურ ქსელში დაწერა. მერაბიშვილი წერს, კომიტეტმა წუხილი გამოთქვა საქართველოს ხელისუფლების მიერ რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობის გამო. „ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გუშინდელ სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღო ციხიდან ჩემი გაყვანის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შესახებ, რის გამოც, პირველად სტრასბურგის სასამართლოს ისტორიაში, დიდმა პალატამ დაადგინა ევროკონვენციის 18-ე მუხლის დარღვევა და პოლიტპატიმრად მაღიარა. კომიტეტმა ხაზი გაუსვა ამ მუხლის დარღვევის სიმძიმეს, წუხილი გამოთქვა საქართველოს ხელისუფლების მიერ რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობის გამო და მოუწოდა მას გულმოდგინედ და დროულად ჩაატაროს ფართომასშტაბიანი გამოძიება, რათა დაადგინოს და დასაჯოს დარღვევისთვის პასუხისმგებელი პირები. მინისტრთა კომიტეტის ამ გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ის „გამოძიება“, რომელიც საქართველოს პროკურატურამ 2018 წლიდან განაახლა აღნიშნულ ფაქტზე და დღემდე მიმდინარეობს, წარმოადგენს ფიქციას და მისი მიზანი არის დამნაშავეებისთვის ხელის დაფარება“, - განაცხადა მერაბიშვილმა.
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)