13:06 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-02 14:14:36, 740 ნახვა

პოლიტიკა
კელი დეგნანი - პარტიის ლიდერებმა უნდა აუხსნან თავიანთ მხარდამჭერებს, რომ ძალადობა და დაშინება მიუღებელია

მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა პარტიამ მკაფიო მესიჯი გაუგზავნოს თავის მხარდამჭერებს, რომ ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მანვე დასძინა, რომ ასეთი ტიპის შემთხვევები აუცილებლად დააზიანებს ქვეყნის რეპუტაციას.

„სამწუხაროა, როდესაც გვესმის ასეთი ინციდენტების შესახებ. მე მადლიერებას გამოვხატავ სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, რომლებიც აწარმოებენ აღნიშნული შემთხვევების მონიტორინგს, რომ ეს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს, ასევე, შს სამინისტროს მიმართ, რომელიც  გამოძიებას აწარმოებს ამასთან დაკავშირებით. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა პარტიამ მკაფიო მესიჯი გაუგზავნოს თავის მხარდამჭერებს, რომ ასეთი სახის მოქმედება და ნებისმიერი სახის ძალადობა, მიუღებელია და რომ ეს არ არის ის გზა, რომლითაც საქართველოში დემოკრატიული არჩევნები უნდა ჩატარდეს. ასეთი ტიპის შემთხვევები აუცილებლად დააზიანებს ქვეყნის რეპუტაციას. შესაბამისად, ყველა პარტიის წარმომადგენელმა თუ ლიდერმა მკაფიოდ უნდა აუხსნას თავის მხარდამჭერებს, ვინც არ უნდა იყოს ამ ინციდენტების უკან, რომ ძალადობა თუ დაშინება უბრალოდ მიუღებელია“, – განაცხადა კელი დეგნანმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა
უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის რეგიონში კიდევ ერთ ლოჯისტიკურ ცენტრს შეუტიეს
TI-მ ნანუკა ჟორჟოლიანის სამდღიან დაკავებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
ჯანდაცვის სამინისტრო: C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებელი საქართველოში 99%-ს აღწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics