10:45 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-29 18:51:05, 404 ნახვა

პოლიტიკა
გენადი არველაძემ კორეასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხზე მოლაპარაკების დაწყების მიზანშეწონილობის კვლევის ჩატარება განიხილა

29 სექტემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძესა და კორეის რესპუბლიკის ვაჭრობის, ინდუსტრიისა და ენერგეტიკის სამინისტროს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების პოლიტიკის ბიუროს გენერალურ დირექტორს, კიონკი რონს შორის ონლაინ რეჟიმში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მთავარ განსახილველ საგანს წარმოადგენდა კორეასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლო გაფორმების საკითხზე მოლაპარაკების დაწყების მიზანშეწონილობის კვლევის ჩატარება.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებთან დაკავშირებით მხარეთა მიდგომების შესახებ.

გენადი არველაძემ კორეულ მხარეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის, არსებული სავაჭრო რეჟიმებისა და შეთანხმებების შესახებ.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ დაიწყონ  წინასწარი კონსულტაციები მიზანშეწონილობის კვლევის მომზადებასთან დაკავშირებით და ჩამოაყალიბონ შესაბამისი ორმხრივი სამუშაო ჯგუფი. აღნიშნული წარმოადგენს კორეის მხარის ოფიციალურ პროცედურას თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებისათვის.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადეს და ქალაქის აეროპორტებმა ფრენები შეაჩერეს
Porsche კიდევ 5000 სამუშაო ადგილს შეამცირებს
გერმანიაში დაახლოებით 450 პოტენციური ისლამისტი ტერორისტი იქნა იდენტიფიცირებული
ტრამპი: ირანს იგივე ემართება, რაც ვენესუელას დაემართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics