16:02 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-26 13:05:40, 564 ნახვა

სამართალი
საბაჟო გამშვებ პუნქტებში ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის შედეგად, დარღვევვები გამოვლინდა

22-24 სექტემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ყაზბეგი" და ,,თბილისის აეროპორტი", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის 2 ფაქტი გამოავლინეს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა განუცხადა.

კერძოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქის ი.მ.-ს კუთვნილი ტვირთის შემოწმებისას დახერხილ წიწვოვან ხის მასალაში, საკარანტინო მავნე ორგანიზმები (მონოხამუსის ოჯახის ხოჭოს (monochamus spp) მატლები) აღმოჩნდა. ხოლო მეწარმე სუბიექტის მიერ შემოტანილი ცოცხალი მიკროორგანიზმებისა და მათი საკვების შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ტვირთის ნაწილს (6 ცალი 50-გრამიანი შეფუთვა) თან არ ახლდა ვეტერინარული სერტიფიკატი.

აქვე აღვნიშნავთ, რომ პირველ შემთხვევაში, საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა. მეორე შემთხვევაში კი კანონით დადგენილი პროცედურების თანახმად - განადგურებას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მომზადდა
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics