2015-09-16 18:48:35, 536 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოში ჩამოვიდა
ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი საქართველოშია.
იან კელი თბილისში ცოტა ხნის წინ, მეუღლესთან ერთად ჩამოფრინდა.
როგორც ელჩმა ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა, 30 წელია დიპლომატია და საქართველოში მუშაობა ყოველთვის უნდოდა.
„30 წელია დიპლომატიურ მოღვაწეობას ვეწევი და ყოველთვის მინდოდა საქართველოში მუშაობა. ამიტომ ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვარ. ხვალ გადავცემ პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელებს, იქამდე გეგმის შესახებ ვერ ვისაუბრებ. ჩემი მუშაობის მთავარი პრიორიტეტი საქართველოს მხარდაჭერა და საქართველოსა და შეერთებული შტატებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაა. შეერთებული შტატების პირორიტეტია მხარი დაუჭიროს საქართველოს მისწრაფებებს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანების გზაზე“, - განაცხადა იან კელიმ.
ცნობისთვის, იან კელიმ აღნიშნულ თანამდებობაზე რიჩარდ ნორლანდი შეცვალა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან