|
2020-09-21 18:18:12, 1937 ნახვა
სპორტი
გრიგალავა - რუსეთში მცხოვრები ყველა ქართველი ვგულშემატკივრობდით ლოკომოტივს, ამის გამო ზედმეტს ვერავინ ვერაფერს გვეტყოდა
„რუსეთში მცხოვრები ყველ ქართველი მთელი გულით და სულით ვგულშემატკივრობდით ლოკომოტივს, ამის გამო ზედმეტს ვერავინ ვერაფერს გვეტყოდა“ ,- ამის შესახებ გია გრიგალავამ adjarasport.com-თან საუბრისას განაცხადა. „ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს, მაგრამ პირადად მე და რუსეთში მცხოვრებ ყველა ქართველს ძალიან გაგვიხარდა ლოკომოტივის მოგება დინამო მოსკოვთან მატჩში. მთელი გულით და სულით ვგულშემატკივრობდით ლოკომოტივს. გუნდში კი ვისაუბრეთ, თუმცა ზედმეტს ვერავინ ვერაფერს მეტყოდა. თამაშს ვუყურე და ვფიქრობ, ლოკომოტივმა აჯობა, უფრო დიდი ანგარიშითაც უნდა მოეგო, ამის კარგი შანსი იყო რამდენჯერმე. მესამე ვერ გავიტანეთ და პენალტი მივიღეთ ჩვენს კარში. თავიდან მოსკოვის დინამომ უკეთესად დაიწყო, ზეწოლა გააძლიერა, თუმცა ლოკომოტივმა შეძლო თამაშის ტემპის წაყვანა და ამის ხარჯზე კარგ შედეგსაც მიაღწია“, - განაცხადა გრიგალავამ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)