12:39 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-16 10:55:06, 634 ნახვა

საზოგადოება
ტრეფიკინგის ფონდსა და „ქალთა საინფორმაციო ცენტრს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

ტრეფიკინგის და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად ტრეფიკინგის ფონდთან ერთად „ქალთა საინფორმაციო ცენტრიც“ მიიღებს მონაწილეობას.

ადამიანით ვაჭრობის, ტრეფიკინგის, მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდმა „ქალთა საინფორმაციო ცენტრთა“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც ორივე მხარე ადამიანით ვაჭრობის, ასევე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების კუთხით ითანამშრომლებენ. კერძოდ, „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ უზრუნველყოფს ანალიტიკური და ინფორმაციული ღონისძიებების ჩატარებას, დაზარალებულებს იურიდიულ კონსულტაციას გაუწევენ.

მემორანდუმი ორწლიანი ვადით გაფორმდა და მას  ხელი ტრეფიკინგის ფონდის დირექტორმა თამილა ბარკალაიამ და „ქალთა საინფორმაციო ცენტრის „ ხელმძღვანელმა ელენე რუსეცკაიამ მოაწერეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics