06:01 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-20 21:03:47, 803 ნახვა

პოლიტიკა
ოზურგეთის N1 საჯარო სკოლა პარლამენტის თავმჯდომარემ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დაათვალიერეს

დღეს, ოზურგეთის  N1 საჯარო სკოლა  პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და „ქართული ოცნების" ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვასილ ჩიგოგიძემ დაათვალიერეს.

სრულად რეაბილიტირდა 1000 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის ორი შენობა. შესაბამისად საბაზო, დაწყებითი და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ცალ-ცალკე თანამედროვე სტანდარტების თანახმად მოწყობილ შენობაში განთავსდნენ. შშმ პირთათვის ადაპტირებულ შენობაში სასწავლო სივრცეები, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სასადილო, სააქტო, სპორტული დარბაზები და ღია სტადიონი მოეწყო.

წლის ბოლომდე დასრულდება საჯარო სკოლის ტერიტორიაზე ინოვაციების ცენტრის მშენებლობაც. აღსანიშნავია, რომ აქ მოსწავლეებს და არა მარტო პირველ სკოლელებს, შესაძლებლობა ექნებათ, დაეუფლონ თანამედროვე ტექნოლოგიებს. აქ დაიგეგმება შეხვედრები სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანებთან.

ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლას, რომელშიც ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი, ეგნატე ნინოშვილი, სოლომონ ჭეიშვილი და სხვა გამოჩენილი მამულიშვილები სწავლობდნენ, დაარსებიდან 175 წელი შეუსრულდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics