|
2020-09-20 16:06:47, 610 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ჩიქიოვანი მოსახლეობას საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოოფელ ხურჩასა და კოკში შეხვდა
,,ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობას საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ხურჩასა და კოკში შეხვდა. მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივ მოსახლოებას ის გეგმები გააცნო რის განხორციელებასაც გამარჯვების შემდეგ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დაიწყებს. ,,საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში, ხურჩასა და კოკში ვიმყოფებოდით. აქაურმა მოსახლეობამ კარგად იცის, რას ნიშნავს ოკუპაცია, ისინი ამ სიმძიმეს დღემდე გრძნობენ. მიხარია, რომ ორივე სოფელი ძალიან მოწესრიგებული და ინფრასტრუქტურულად გამართულია. ხურჩაში გასულ წელს ახალი ამბულატორია ავაშენეთ და მოსახლეობას წლების პრობლემა მოუგვარდა. სოფლებს ერთმანეთთან ბეტონის გზა აკავშირებს და, რაც მთავარია, ორივე სოფელი გაზიფიცირებულია" განაცხადა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა. სოფელ კოკის შემდეგ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობას სოფელ ახალკახათში შეხვდა: ,,ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში სოფელში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. აშენდა თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი, რეაბილიტირდა ოქტომბერი-ახალკახათის დამაკავშირებელი გზა, ტენდერი გამოცხადებულია და იწყება კოკი-ახალკახათის გზის რეაბილიტაცია. მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს სამეგრელო, ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია, ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი შენგელია, მოქმედი მაჟორიტარი ედიშერ თოლორაია და სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი ლაშა გავსალია დაესწრნენ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)