|
2020-09-18 19:26:09, 608 ნახვა
პოლიტიკა
კახა ძაგანია - ვხსნით ჩვენს პარტიას რეგისტრაციიდან და ვუერთდებით „პატრიოტთა ალიანსს“
პოლიტიკურმა გაერთიანება "მემარცხენე ალიანსმა" რეგისტრაციიდან საკუთარი პარტია მოხსნა და "პატრიოტთა ალიანსს" შეუერთდა - განცხადება "მემარცხენე ალიანსის" ლიდერებმა 18 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს. "სრულიად საქართველოს მოეხსენება, რომ "მემარცხენე ალიანსი" დამოუკიდებლად დარეგისტრირდა საარჩევნო კომისიაში და დამოუკიდებლად შევიდა საარჩევნო პროცესებში, მაგრამ მას შემდეგ, როდესაც დავრწმუნდით, რომ საქართვლოს ტერიტორიული აღდგენის მხოლოდ ერთადერთი საშუალება აქვს "პატრიოტთა ალიანსს", როდესაც დავრწმუნდით, რომ ეკონომიკური მძიმე მდგომარეობის გამოსწორების მხოლოდ ერთადერთი საშუალება და პროგრამა გააჩნია "პატრიოტთა ალიანსს", პოლიტიკური გაერთიანება "მემარცხენე ალიანსი" დამოუკიდებლად აღარ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. ვხსნით ჩვენს კანდიდატურას და ვუერთდებით "პატრიოტთა ალიანსს". ამის შესახებ მოვაწერთ მოგვიანებით დოკუმენტს ხელს და გადავცემთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამ დოკუმენტს", - განაცხადა "მემარცხენე ალიანსის" ლიდერმა, კახა ძაგანიამ. როგორც ბრიფინგზე "პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა, ირმა ინაშვილმა აღნიშნა, "მემარცხენე ალიანსის" ლიდერებს პოლიტიკაში გავლილი აქვთ ურთულესი გზა, აქვთ დიდი გამოცდილება და საარჩევნო ოლქებში ისინი მაჟორიტარ დეპუტატებად იქნებიან წარმოდგენილნი. "მოხარული ვარ, რომ შემოგვიერთდა "მემარცხენე ალიანსი". ჩვენ მრავალი წელია ვიცნობთ ერთმანეთს. ეს არის მებრძოლი ხალხი, პატიოსანი ხალხი, გამოცდილი პოლიტიკაში, რომლებსაც გავლილი აქვთ ურთულესი გზა და აქვთ ძალზე დიდი გამოცდილება და ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ მოხარული, რომ გავძლიერდით, შემოგვიერთდა "მემარცხენე ალიანსი". მაჟორიტარებად იქნებიან ჩვენი კოლეგები წარმოდგენილი საარჩევნო ოლქებში", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)