|
2020-09-17 11:54:02, 564 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - ვენდობით ჩვენს მოქალაქეებს და გვჯერა, რომ არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ჩამოაყალიბებს საპარლამენტო უმრავლესობასა და მინისტრთა კაბინეტს. როგორც მან პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მმართველმა გუნდმა განახორციელა ფუნდამენტური და დემოკრატიული რეფორმები, რათა მომდევნო პარლამენტი უფრო დაბალანსებული და თანამშრომლობაზე ორიენტირებული იყოს. „ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური სისტემა, რომელიც ემსახურება ქვეყნის ინტერესებს, ხარჯავს ნაკლებ დროს და ენერგიას ურთიერთდაპირისპირებაზე, მაგრამ ხარჯავს მეტ დროს და ენერგიას დისკუსიაზე, სწორი გადაწყვეტილებების ჩამოყალიბებაზე, ხელს უწყობს პოლიტიკაში თანამშრომლობას და არა დაპირისპირებას, რაც სამწუხაროდ, წინა არაერთი კამპანიის დროს თუნდაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გვაჩვენა. დღესაც ისინი აგრძელებენ დაპირისპირებას და აგრძელებენ დესტრუქციას, მაგრამ ჩვენ გვაქვს პოზიციური კამპანია, ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური პარტია. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ და შევძლებთ, რომ მომავალი პარლამენტი იყოს კიდევ უფრო მეტად მშვიდი, საქმიანი და თანამშრომლობაზე მიმართული“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)