|
2020-09-16 17:19:08, 1029 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა სამინისტრო - საზღვარგარეთ არჩევნების ჩატარების ყველა წინაპირობა არსებობს
საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ყველა პირობა არსებობს იმისთვის, რომ საზღვარგარეთ საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ყველა წინაპირობა არსებობს. მინისტრის მოადგილემ ისაუბრა იმაზეც, თუ რა შემთხვევაში შეუძლია საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს არჩევნებში მონაწილების მიღება და განაცხადა, რომ ამისთვის აუცილებელია პირი საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფებოდეს. „საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ცესკოსთან, რათა საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. საგარეო საქმეთა სამინისტრო აკვირდება თითოეულ ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და მის ხელთ არსებულ ინფორმაციას გადასცემს ცესკოს. საზღვარგარეთ არჩევნების ჩატარების ყველა წინაპირობა არსებობს. იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქემ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, აუცილებელია იმყოფებოდეს საკონსულო აღრიცხვაზე. აღრიცხვაზე დადგომა შესაძლებელია არა უგვიანეს მიმდინარე წლის 10 ოქტომბრისა. დღევანდელი მონაცემებით საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფება 52 765 საქართველოს მოქალაქე. საკონსულო აღრიცხვაზე ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქე იმყოფება საბერძნეთში, ზერბაიჯანში, აშშ-ში, უკრაინასა და ესპანეთში“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)