02:14 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-16 12:04:31, 842 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - ლარის კურსის რყევები ზომიერია და ინფლაციის მაჩვენებელი დამაიმედებელი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ლარის კურსის რყევები ზომიერია, ხოლო ინფლაციის მაჩვენებელი დამაიმედებელი.

მისივე თქმით, არანაირი მაკროეკონომიკური ნიშანი არ არსებობს, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით ნეგატიური ტენდენცია უფრო გაღრმავდეს.

„საქართველო გლობალური ეკონომიკის ნაწილია და ახლა მთელი მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისში შევიდა. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვისაც დიდი სიმძიმე და გამოწვევაა. თუ ლარის ბოლოდროინდელ დინამიკას დავაკვირდებით, მიუხედავად იმისა, რომ დიდი გამოწვევაა ტურიზმის შეზღუდვა, საგარეო ვაჭრობის შეზღუდვა, დინამიკა არ არის მაინცდამაინც დიდი რყევებით გამორჩეული. რყევები არის ზომიერი, თუ რეგიონის სხვა ქვეყნებს შევადარებთ, რყევები პროცენტულადაც ​დაბალია. მე ვფიქრობ, რომ არანაირი მაკროეკონომიკური ნიშანი არ არსებობს, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით ნეგატიური ტენდენცია უფრო გაღრმავდეს. ნეგატიური მოლოდინები, რა თქმა უნდა, ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ლარის კურსზე და ინფიცირებულთა ზრდის პარალელურად, შეიძლება, გაჩნდა მოლოდინები, რომ მთავრობა საყოველთაო შეზღუდვებს მიმართავს, მაგრამ ღიად ვსაუბრობთ, რომ ეს არ მოხდება და ეკონომიკა მუშაობას გააგრძელებს, რაც ამ მოლოდინებს გაანეიტრალებს. ინფლაციის მაჩვენებელი დამაიმედებელია“, - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics