2015-09-15 13:36:17, 434 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ალბანეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ალბანეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს ილირ მეტას შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის საკითხები განიხილეს და საქართველოსა და ალბანეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერპექტივაზე იმსჯელეს.
შეხვედრისას ასევე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. ამასთან, ხაზი გაესვა ნატო-სა და საქართველოს შორის არსებითი პაკეტისა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ეფექტური იმპლემენტაციის მნიშვნელობას.
ქვეყნის პირველმა პირმა ილირ მეტას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან