|
2020-09-15 13:57:33, 915 ნახვა
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: „გორდის“ კვლევების თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებზე მინიმუმ 60% უნდა აიღოს
„ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ, დამაჯერებლად ლიდერობს და მეათე მოწვევის პარლამენტში ჩვენ მყარი უმრავლესობით ვიქნებით წარმოდგენილი", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა დავით მათიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს არაერთმა ობიექტურმა კვლევამ დაადასტურა მათ შორის, სულ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულმა „გორდის" კვლევებმა, რომლის მიხედვით „ქართულ ოცნებას" ამომრჩეველთა 56 % უჭერს მხარს. „ეს არ არის საბოლოო რეიტინგი, რადგანაც თუ კარგად დავაკვირდებით კვლევას, ჩვენ ვნახავთ, რომ რეალურად რეიტინგი მაღალია, რადგანაც თუკი ჩვენ კვლევებში მოცემულ მონაცემებს, რომელიც გულისხმობს იმ პირებს, ვისაც არ გადაუწყვეტია ჯერ ხმის მიცემა ასევე, იმ პირებს, ვინც ამბობს, რომ ყველას გადახაზავს - მათ პროპორციულად მივაკუთვნებთ პარტიებს თუნდაც, რეიტინგში არსებული შესაბამისი რიგითობით, ვნახავთ, რომ „ქართულმა ოცნებამ" არჩევნებზე მინიმუმ, 60% უნდა აიღოს, თან ეს იმ პირობებში, რომ მეორე ადგილზე მყოფი ოპოზიციური ძალა მხოლოდ 11 %-იანი მხარდაჭერით სარგებლობს", - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნება" თავმჯდომარის მოადგილემ. მისი განმარტებით, კვლევებში გათვალისწინებული არ არის „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების როლი, რომლებიც ყველა ოლქში, დამაჯერებლად ლიდერობენ. „ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ოპტიმისტური მოლოდინები გაგვაჩნია. ცხადია, მოსახლეობის მსგავსი მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და ეს თვითკმაყოფილების საფუძველს არ იძლევა. ჩვენ ძალიან ბევრს ვიმუშავებთ, რომ მოსახლეობის ამ მაღალ ნდობას, ხალხის და ქვეყნის ინტერესებისთვის ორიენტირებული ეფექტური ნაბიჯებით ვუპასუხოთ და ხალხთან ერთად, დაუღალავად ვიშრომოთ ქვეყნის წარმატებისთვის", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)