2020-09-11 13:17:34, 3204 ნახვა
რეგიონი
ბათუმში, Covid-19-ის შემთხვევის გამო, „ხოზრევანიძის კლინიკამ“ მუშაობა დროებით შეწყვიტა
ბათუმში „ხოზრევანიძის კლინიკამ“ დროებით მუშაობა შეწყვიტა.
კლინიკის კლინიკური მენეჯერის, დალილა ცივაძის განცხადებით, მუშაობის შეწყვეტის მიზეზი კლინიკაში დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევაა.
მისივე თქმით, Covid-19 კლინიკის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდგინდა.
„გეგმიური პისიარ ტესტირების დროს, რაც სავალდებულოდ უტარდება პერსონალს, ადმინისტრაციის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა დადებითი „პისიარ“ პასუხი. ამ ეტაპზე ტარდება პროტოკოლის მიხედვით აუცილებელი სადეზინფექციო ღონისძიებები და განმეორებითი „პისიარ“ ტესტირება. შაბათ-კვირას ჩატარდება დეზინფექცია. ორშაბათს ჩვეულებრივ რეჟიმში გაიხსნება კლინიკა. შაბათ-კვირას, ვიდრე არ დასრულდება ყველა კონტაქტირებული პირის „პისიარ“ ტესტირება და დეზინფექცია, სტაციონარი იქნება დახურული, - განაცხადა ხოზრევანიძის კლინიკის კლინიკურმა მენეჯერმა დალილა ცივაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,