|
2020-09-10 20:32:03, 2859 ნახვა
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი - „ქართული ოცნება“ ბრძოლას ისევ წარმატებით მოიგებს
„ქართული ოცნება“ ბრძოლას ისევ წარმატებით მოიგებს“, - ამის შესახებ, "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის წარდგენაზე პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ადამიანებზე ზრუნვა „ქართული ოცნების“ ხელწერად იქცა და პირნათელია ქართველი ხალხის წინაშე. „ჩვენ არ გვჩვევია გაკეთებულით ტრაბახი, „ქართული ოცნება“ ამას უხმაუროდ აკეთებს . მე მიხარია, რომ ყველა ამ სიკეთით, რომელიც ხალხისთვის კეთდება საგებლობენ ჩვენი კრიტიკოსები მიუხედავად იმისა, რომ ამის აღიარება არ შეუძლიათ. დარწმუნებული ვარ ჩვენ ისევე წარმატებით მოვიგებთ ბრძოლას, როგორც ვაჯობეთ ზოგადასაკაცობრიო გამოწვევას კრიზისს მსოფლიო მასშტაბით ადამიანებზე ზრუნვა „ქართული ოცნების“ ხელწერად იქცა, თამამად ვიტყვი, რომ ჩვენ პირნათელი ვართ ხალხის წინაშე, ვაკეთებთ იმ შესაძლებლობების მაქსიმუმს, რასაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა იძლევა. ვადგავართ იმ გზას, რომელიც მიგვიყვანს მიზნამდე. მხარში გვიდგანან ევროპელი პარტნიორები და ჩვენი ხალხი, ამიტომ დარწმუნებული ვარ ამ ბრძოლიდან გამარჯვებულები გამოვალთ. ქართული ოცნების გამარჯვება ყველა მოქალაქისთვის სიმშვიდის მომტანი იქნება. კვლავაც ერთად საქართველოს წარმატებისთვის“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილი.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)