|
2020-09-10 15:02:34, 19440 ნახვა
პოლიტიკა
ზოგიერთი ბიზნესი ქართულ სასამართლოს უნდობლობას უცხადებს - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში
ზოგიერთი ბიზნესი ქართულ სასამართლოს უნარს, განიხილოს კომერციული საქმეები დამოუკიდებლად, უნდობლობას უცხადებს, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა 2020 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიშში ვკითხულობთ. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ COVID-19– ის მიერ გამოწვეულმა გლობალურმა პირობებმა და ვირუსის გავრცელების შესამსუბუქებლად საჭირო ზომებმა მნიშვნელოვანი ზეწოლა მოახდინა ადგილობრივ ვალუტაზე და ადგილობრივ ეკონომიკაზე. „საქართველო 2020 წლის მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსში მეშვიდე ადგილზეა. ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა ორიენტირებულია დაბალ დეფიციტებზე. კონტროლის ქვეშ რჩება სახელმწიფო ვალი და ბიუჯეტის დეფიციტი. საერთო ჯამში, ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები მყარია. ამასთან, ზოგიერთმა კომპანიამ გამოთქვა მზარდი უნდობლობა სასამართლო სექტორის უნარისადმი, განიხილოს კომერციული საქმეები დამოუკიდებლად ან დროულად, კომპეტენტურად. ზოგიერთ ბიზნესის დავის საქმეზე სასამართლო სისტემა წლებია იწელება“, - ვკითხულოთ ანგარიშში. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოსთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება ე.წ ელიტარული კორუფციაც.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)