|
2020-09-10 10:44:06, 1536 ნახვა
პოლიტიკა
იოსებ ხახალეიშვილი: თითოეულის გვერდით დგომა ქმნის ერთობლიობას, რომელსაც დიდი წარმატების მოტანა შეუძლია ქუთაისისთვის
"ქართული ოცნების "ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა მაჟორიტარობის კანდიდატთან ზაზა ლომინაძესთან ერთად მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა გამართა. იოსებ ხახალეიშვილმა საარჩევნო პროგრამა და სტრატეგია ამჯერად წერეთლის, ვარლამიშვილის და ნიუ-პორტის ქუჩების მაცხოვრებლებს გააცნო. "წერეთლის ქუჩა ყველასთვის საყვარელი კოლორიტული ქუჩაა ქუთაისში, მის მსგავსად უსაყვარლესი ადგილია ხარების ეკლესია, ვარლამიშვილის და ნიუ-პორტის ქუჩები, ქალაქის ცენტრი და გულია. ეს ქუჩები არაერთხელ განახლდა და გამშვენდა, თუმცა მოგეხსენებათ, ძველ უბნებს თავისი დამახასიათებელი პრობლემები გააჩნია. აღნიშნული ქუჩების მაცხოვრებლებს დღევანდელ შეხვედრაზე გავაცანი ჩემი პროგრამა, სტრატეგია და სურვილი მათი ჩართულობისა ქალაქის პრობლემების მოგვარების საკითხში. ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ თითოეულის გვერდით დგომა ქმნის ერთობლიობას, რომელსაც დიდი წარმატების მოტანა შეუძლია ქუთაისისთვის", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)