|
2020-09-09 17:27:51, 2415 ნახვა
პოლიტიკა
იოსებ ხახალეიშვილი: ჩვენ ერთმანეთის მხარდაჭერა გვჭირდება, რათა უფრო წარმატებულად ვაკეთოთ ჩვენი საქმე
„ქართული იცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატთან ზაზა ლომინაძესთან ერთად შპს. „დინა"-ს პერსონალს შეხვდა. ქარხანა 1996 წლებიდან მუშაობს, აწარმოებს ლითონის, პლასტმასისსა და რეზინის ნაკეთობებს და მისი ნაწარმი საკმაოდ მოთხოვნადია ბაზარზე, ვინაიდან ამიერკავკასიაში ანალოგიური წარმოების ქარხანა არ არსებობს. საარჩევნო პროგრამის პარალელურად მერობის კანდიდატმა შეხვედრაზე ისეთ თემებზე ისაუბრა, როგორიცაა - ბიზნესის თავისუფლება, მისი განვითარებისთვის კომფორტული გარემოს შექმნა, ადგილობრივი წარმოების პროდუქციის აქტუალობა და ხარისხი, ქართველი და უცხოელი მომხმარებლის მოთხოვნა, ბიზნესის დახმარების გზები. შეხვედრაზე ქარხნის პერსონალმა კანდიდატის გეგმები და ინიციატივები მოისმინა, ასევე ისაუბრეს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ და სოციალურ ვითარებაზე. „ქუთაისი ისეთი ტრადიციების ქალაქია კულტურის, განათლების, ინდუსტრიული წარმოების, ბიზნესის მხრივ სულ ცოტა ხელის შეშველება სჭირდება, ადამიანების ჩართულობა და თვითმმართველობის კეთილგანწყობა მწარმოებელებისადმი, იმ ხალხისადმი, ვინც საქმიანი ქუთაისის სახეს წარმოადგენს. ჩვენ ერთმანეთის მხარდაჭერა გვჭირდება, რათა უფრო წარმატებულად ვაკეთოთ ჩვენი საქმე“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)