|
2020-09-08 15:21:53, 4463 ნახვა
სამართალი
შაქარაშვილის საქმის პროკურორი: ბრალდებულებმა გამოძიებას მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობა მოუსპეს
პროკურორ დავით ყაზარაშვილის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის საქმის ბრალდებულებს ფრჩხილები დაჭრილი ჰქონდათ როდესაც უწყებაში მივიდნენ, შესაბამისად, გარდაცვლილის ტანსაცმელზე მათი დნმ ვერ ამოვიდოდა. ყაზარაშვილი აღნიშნავს, რომ ბრალდებულები მოემზადნენ და ისე მოვიდნენ და იცოდნენ, რომ მათ ტანსაცმელზე არანაირი კვალი არ იქნებოდა. „შეუძლებელია ადამიანი ამდენი ხანი წყალში იმყოფებოდეს და მასზე დნმ -ის ან მიკრონაწილაკების კვალი დარჩეს, თუნდაც ფრჩხილებში. ბრალდებულების მიკრონაწილაკები არ აღმოჩნდა ტანსაცმელზე. ბრალდებულები როდესაც ჩვენთან მოვიდნენ და მათგან ნიმუშები ავიღეთ, ფრჩხილები ყველას დაჭრილი ჰქონდა. ისინი მოემზადნენ და ისე მოვიდნენ. მე ვფიქრობ, რომ მათ უკვე იცოდნენ, რომ მათ ტანსაცმელზე კვალი არ იქნებოდა. მათ ტელეფონებშიც წაშალეს მტკიცებულებები და გამოძიებას მოუსპეს ამ მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობა“, - განაცხადა ყაზარაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)