|
2020-09-08 11:26:41, 3018 ნახვა
პოლიტიკა
კაპანაძე სააკაშვილის განცხადებაზე - მარტო სადღეგრძელო საკმარისი ნამდვილად არ არის
„მარტო სადღეგრძელო და იმაზე საუბარი, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყანა, რომ უნდა იყოს მდიდარი, ყველას უნდა ჰქონდეს შემოსავალი, სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, ეს საკმარისი ნამდვილად არ არის“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილის განცხადებაში ნახსენები არაა ის კონკრეტული გზები, თუ რა უნდა გაკეთდეს, რათა უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი დაიძლიოს. „სამწუხაროდ, გუშინ მოვისმინეთ იმის ხედვა, თუ როგორი არის მდიდარი საქართველო, რაც ყველას კარგად ესმის და კარგად აქვს წარმოდგენილი. თუმცა არ იყო ნახსენები ის კონკრეტული გზები, თუ რა უნდა გაკეთდეს, რათა ეს უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი დავძლიოთ. მარტო სადღეგრძელო და იმაზე საუბარი, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყანა, რომ უნდა იყოს მდიდარი, ყველას უნდა ჰქონდეს შემოსავალი, სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, ეს საკმარისი ნამდვილად არ არის. ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ ვართ კომპასი გარდამტეხი ცვლილებებისათვის, ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა არის გზა, რა უნდა გაკეთდეს, რომ დადგეს კარგი შედეგი და არა უბრალოდ სადღეგრძელო თუ რა გვინდა, რომ მოხდეს მომავალში”, - განაცხადა კაპანაძემ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)