21:53 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-08 10:08:13, 4241 ნახვა

სამართალი
პოლიციამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაჭრის ფაქტზე 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნეს. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულია 1 პირი - 1993 წელს დაბადებული მ.ხ.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შსს-მ განუცხადა.

მათი ინფორმაციით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თანასოფლელს - 1977 წელს დაბადებულ ა.უ.-ს, სადღესასწაულო სუფრაზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, გულმკერდის არეში ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი გადაყვანილია საავადმყოფოში და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დააკავა. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics