|
2020-09-07 21:48:09, 3114 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - არ გავურბივარ პასუხისმგებლობას, მე აუცილებლად თქვენთან ერთად, ყველა ერთად, ფეხზე დავაყენებთ ჩვენს სამშობლოს
„არ გავურბივარ პასუხისმგებლობას, მე აუცილებლად თქვენთან ერთად, ყველა ერთად, ფეხზე დავაყენებთ ჩვენს საყვარელ სამშობლოს, საქართველოს“ , - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა,რომ ის საქართველოში ჩამოვა, მაშინ, როდესაც ეს არ გამოიწვევს არეულობას ქვეყანაში. „მე ბევრს მეკითხებიან, როდის ჩამოვალ საქართველოში. მე ჩამოვალ ისეთ პირობებში, როცა არ გამოიწვევს დაპირისპირებას და რაღაც სახის არეულობას, იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს ყველაფერი მშვიდობიანად. თავის დროზე მე ხელისუფლება გადავაბარე მშვიდობიანად და ნამდვილად არ ვაპირებ არეულობას, მაგრამ ის, რომ საქართველო გადასარჩენია, ამაზე ყველა ვთანხმდებით. ამიტომ, მე არ გავურბივარ პასუხისმგებლობას, მე აუცილებლად თქვენთან ერთად, ყველა ერთად, ფეხზე დავაყენებთ ჩვენს საყვარელ სამშობლოს, საქართველოს. ღმერთი იყოს თითოეული თქვენგანის მფარველი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)