22:45 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-06 15:47:23, 2326 ნახვა

პოლიტიკა
ბოკერია - „ევროპული საქართველოს“ გეგმა არ უკავშირდება ვინმეს ჩამოსვლას, ეს არის გეგმა, რომელიც გარდამტეხ ცვლილებებს მოიტანს

„ევროპული საქართველოს“ გეგმა არ უკავშირდება ვინმეს ჩამოსვლას, ეს არის გეგმა, რომელიც გარდამტეხ ცვლილებებს მოიტანს“ , - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მან ასევე ისიც  აღნიშნა, რომ მათი გეგმა სრულად განსხვავდება „ენმ“-სა და „ქართული ოცნების“ სამოქმედო გეგმისგან.

„ჩვენი, ევროპული საქართველოს გეგმა უკავშირდება არა ვინმეს ჩამოსვლას, ან არჩამოსვლას, ან მუქარას, არამედ ამ ქვეყნის მომავალს მთლიანად, გარდამტეხ ცვლილებებს, რომელიც გვჭირდება და სწორ გზაზე დადგომას სწორი კომპასით, რომ ადამიანების ცხოვრება გაუმჯობესდეს ყველა მიმართულებით და ეს პოლიტიკური მარაზმი, რომელიც ივანიშვილმა შექმნა - დასრულდეს.

დევნა ყველასი უნდა დასრულდეს, მაგრამ ჩვენი გეგმები არ არის დაკავშირებული ერთ კაცთან და ვინმეს დაბრუნებასთან. მთელი ქვეყნის მომავალთან არის დაკავშირებული. როგორც ჩანს, ამ კაცს, ნაციონალურ მოძრაობას უნდა 2012 წლამდე ვითარების დაბრუნება და ივანიშვილს სურს დღევანდელი სიტუაციის შენარჩუნება, სადაც უკიდეგანო ძალაუფლება აქვს და ხალხი ფეხებზე ჰკიდია.

ევროპული საქართველოს ამოცანაა, რომ ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდეს და ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ საკუთარ მომავალზე იზრუნონ თვითონ” , - განაცხადა გიგა ბოკერიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
TBC შეთავაზება ბიზნესებს - სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, უფასოდ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics