11:28 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-14 11:02:45, 662 ნახვა

საზოგადოება
თამარ სანიკიძე: ჩვენთვის ეს წელი არის მასწავლებლის წელი

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მცხეთის რაიონის სოფელ წილკანის სკოლიდან მიულოცა.
სანიკიძემ სიტყვით გამოსვლისას პედაგოგთა ხელშეწყობაზე ისაუბრა. ასევე, მან ყურადღება განათლების ახალ სისტემაზე გაამახვილა.
"ჩვენს ძვირფას პედაგოგებს, სკოლის ადმინისტრაციას, სასკოლო საზოგადოებას, ჩვენს მოსწავლეებს და განსაკუთრებით პირველ კლასელებს, ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. გისურვებთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს თქვენთვის ნაყოფიერი და ჩვენი მოსწავლეების ნიჭიერების გამოვლენის წელი.
 მინდა, განსაკუთრებით მივმართო ჩვენს ძვირფას პედაგოგებს და ვუთხრა, რომ ჩვენთვის ეს წელი არის მასწავლებლის წელი. ჩვენ ერთად დავიწყებთ წელს მუშაობას ახალი სისტემის ფარგლებში, სადაც დამერწმუნებთ, მოვახერხებთ ყველა იმ პრობლემის დაძლევას, რომელიც აქამდე გვქონია.
წარმატებულ წელს გისურვებთ და არ დაგავიწყდეთ, რომ  თქვენს გვერდით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და პირადად მე ვდგავარ“, - განაცხადა თამარ სანიკიძემ.
განატლების მინისტრი წალკანის სკოლაში პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის 14 პირი დააკავეს და 9 ობიექტი დალუქეს
ავსტრალია უკრაინას 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics