|
2020-09-04 09:47:11, 5991 ნახვა
რეგიონი
იუსტიციის მინისტრმა ქარელში იუსტიციის სახლი გახსნა
ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ქარელის იუსტიციის სახლის ფილიალი საზეიმოდ გახსნა.
4 სექტემბრიდან იუსტიციის სახლის 450-ზე მეტი სერვისით სარგებლობა უკვე ქარელის მცხოვრებთაც შეუძლიათ.
იუსტიციის სახლის ქარელის ფილიალის გახსნის საზეიმო ღონისძიება 21:00 საათიდან დაიწყო. ცერემონიალს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, თვითმმართველობის წევრები; დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო მისიების, ბიზნესსექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ადგილობრივი მცხოვრებნი და ქალაქის სტუმრები დაესწრნენ.
იუსტიციის სახლის მშენებლობა ქარელში 2019 წლის ივნისში დაიწყო. ახალგაზრდობის ქუჩაზე მდებარე იუსტიციის სახლის ქარელის ფილიალი 1021 კვადრატულ მეტრს მოიცავს. მისი მშენებლობა არქიტექტორ მიხეილ გიორგობიანის პროექტით განხორციელდა.
ქარელის ფილიალი ქალაქ გორის შემდეგ მეორე იუსტიციის სახლია, რომელიც შიდა ქართლის რეგიონში გაიხსნა.
ქარელის იუსტიციის სახლში გახსნის დღიდანვე ხელმისაწვდომია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს სერვისები. ეს მომსახურებები ხელმისაწვდომი იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში სამთავრობო პროგრამის – „სახელმწიფო – შენი პარტნიორი“ – ფარგლებში გახდა. პროგრამის მიზანი მეწარმეობისა და ფერმერული მეურნეობების განვითარების სტიმულირებაა. პროგრამის პრეზენტაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 21 აგვისტოს ამბროლაურში გამართა.
ქარელის იუსტიციის სახლში ქორწინების მსურველი წყვილებისთვის ქორწინების სახლიც განთავსდა. ამ დრომდე ქარელის მუნიციპალიტეტში ქორწინების საზეიმო სივრცე არ არსებობდა, ამჟამად კი, ნებისმიერ წყვილს აქვს საშუალება, ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დაგეგმოს დახვეწილი დიზაინის მქონე ქორწინების სახლში, სადაც წყვილებს სპეციალური საქორწინო-სადღესასწაულო დეკორაციით გაფორმებული სივრცე დახვდებათ.
იუსტიციის სახლი იუსტიციის სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, სადაც იუსტიციის სამინისტროს სამსახურების და სხვა უწყებების სერვისები სისტემურად არის თავმოყრილი. 2013 წლიდან დღემდე იუსტიციის სახლებს 13 ახალი ფილიალი შეემატა, შედეგად კი, 450-ზე მეტი სერვისით კომფორტულ პირობებში სარგებლობა ზუგდიდის, ფოთის, თიანეთის, ყაზბეგის, ბორჯომის, ლაგოდეხის, ონის, ახალქალაქის, მარტვილის, სენაკის, ხონის, ბოლნისის და ახლა უკვე ქარელის მცხოვრებთაც შეძლეს. კომფორტული გარემო და მაღალკვალიფიციური პერსონალი მომხმარებლის თავაზიან, სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას უკვე 25 ქალაქში უზრუნველყოფს.
ქარელში იუსტიციის სახლის გახსნის დღესასწაულის მონაწილეებმა და სტუმრებმა დაუვიწყარი საზეიმო პროგრამა იხილეს: იუსტიციის სახლის ნაგებობაზე რამდენიმეწუთიანი შთამბეჭდავი მულტიმედიური შოუ მოეწყო, რომელიც დაგვირგვინდა გრანდიოზული ფოიერვერკით.
სპეციალურად სადღესასწაულო ელემენტებით გაფორმებულ პერიმეტრზე ბავშვებს შეეძლოთ, საჩუქრად მიეღოთ ნაყინი, პოპკორნი, ბამბის ნაყინი და სხვა. გახსნის დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა ილუზიონისტის შოუ, სახის მოხატვა და სხვა აქტივობები. ღონისძიების მუსიკალურ გაფორმებას ბენდი „ბანდეროლი“ უზრუნველყოფდა.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)