15:36 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-31 18:30:37, 2943 ნახვა

ეკონომიკა
„აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით რესტორანი „ზაზანოვა“ გაფართოვდა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი სულ ცოტა ხნის წინ ამოქმედდა და დღეის მდგომარეობით უკვე 40 ბენეფიციარი ჰყავს.

რესტორანი „ზაზანოვა" აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გაფართოებას შეძლებს და სტუმრებს ახალ სივრცეში უმასპინძლებს. კომპანიამ 100 000 ლარის სესხი აიღო, რომლის ძირი თანხის 90%-ის გარანტორი სახელმწიფო იქნება.

კომპანიის დამფუძნებლის განცხადებით, ამჯერად რესტორანში 15 ადამიანია დასაქმებული და სამომავლოდ სამუშაო ადგილების გაზრდას გეგმავს. ასევე, მუდმივი სამუშაო ადგილების რიცხვს ემატება, მუსიკოსები, რომლებიც ყოველ საღამოს მოსულ სტუმრებს ცოცხალ შესრულებას სთავაზობენ.

შეგახსენებთ, რომ პანდემიისგან გამოწვეული მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, შეიცვალა საკრედიტო საგარანტიო სქემის მასშტაბიც, კერძოდ პროგრამის ბიუჯეტი 20-დან 330 მილიონ ლარამდე გაიზარდა, რომლის მეშვეობითაც 2.1 მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელის უზრუნველყოფა მოხდება. პროგრამის ფარგლებში, საკრედიტო გარანტიის გაცემა კომერციული ბანკის მიერ გაცემულ თითოეულ სესხზე, სესხის ძირი თანხის არაუმეტეს 70%-ის ნაცვლად, 90%-ის ოდენობით მოხდება. ამასთანავე, 30%-ის უზრუნველყოფას განახორციელებს სახელმწიფო რესტრუქტურიზირებული სესხის შემთხვევაში. საკრედიტო - საგარანტიო სქემის ფარგლებში, მეწარმე სუბიექტს შეეძლება არანაკლებ 50 ათასი და არაუმეტეს 5 მილიონ ლარის მოცულობის სესხის აღება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გორში ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მხარდამჭერი აქცია გაიმართა
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
მდინარაძე ავალიანის საქმეზე დაზარებულებს მიმართავს - ნუ დავასწრებთ მოვლენებს
კუპრაძე - მოქალაქეებო კამერებით რუსული სპეცსამსახურები გვითვალთვალებენ, ეს ყველაფერი ივანიშვილის ანტიქართულმა რეჟიმმა აამოქმედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics