19:43 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-26 17:49:34, 1551 ნახვა

პოლიტიკა
ბოკერია „ქართული ოცნების“ ინიციატივაზე - ეს არის „ქართული ოცნებისა“ და ივანიშვილის მორიგი იაფასიანი და უტიფარი მცდელობა

„ეს არის „ქართული ოცნებისა“ და ივანიშვილის მორიგი იაფასიანი და უტიფარი მცდელობა“ , - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ზეწოლა ამომრჩეველზე, მოსყიდვა და ფარულობის გამჟღავნება იძულებით, ისედაც ძალადობის ფორმებია.

 „ეს არის მორიგი იაფფასიანი და უტიფარი მცდელობა, ქართული ოცნებისა ივანიშვილის გუნდის, რომ ცადონ თვალში ნაცარი შეაყარონ საზოგადოებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთაც.

თუმცა როგორ გამოუვათ ეს საკითხავია, რადგან ყველა ეს ქმედება, რაზეც თალაკვაძემ და სხვებმა განცხადება გააკეთეს, ისედაც დასჯადია სხვადასხვა ფორმით დღეს.

ზეწოლა ამომრჩეველზე, მოსყიდვა და ა.შ და თუნდაც ფარულობის გამჟღავნება იძულებით, ისედაც ძალადობის ფორმებია. პრობლემა იმაში კი არ არის, ამ ეტაპზე რა ფორმულირებები გვაქვს კანონში, პრობლემა არის ის, რომ პოლიტიკური ნება არ არსებობს, რომ კანონის უზენაესობა არსებობდეს და გვაქვს უმძიმესი დანაშაულებების შემთხვევები, სადაც არავინ არ დასჯილა, რადგან ეს ივანიშვილის რეჟიმის დაკვეთით მოქმედი მოძალადე ჯგუფები იყვნენ და ერთ-ერთი მთავარი მაგალითი, ეს არის წინა არჩევნების დროს გრიგოლ ვაშაძის შტაბზე პირდაპირი თავდასხმა დღისით, თუმცა არავინ არ დასჯილა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics