|
2020-08-23 14:37:15, 2157 ნახვა
სამართალი
იუსტიციის სამინისტრო ადვოკატ როსტომ კერესელიძის განცხადებას პასუხობს
21 აგვისტოს, მცხეთის საქალაქო სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესისას, ადვოკატმა როსტომ კერესელიძემ განაცხადა, რომ სასამართლოში ადვოკატებს არ აქვთ ინვენტარი, არ არის მაგიდები და კომპიუტერი. „ადვოკატებს არ გვაქვს ელემენტარული ინვენტარი, მაგიდები არ გვაქვს, არ გვაქვს დენის წყარო, რომ ვისარგებლოთ კომპიუტერით... არ გვაქვს მაგიდები და იმის საშუალებაც არ არის, რომ ელექტრონული ფორმით ჩანაწერით, ანუ კომპიუტერით, ვისარგებლოთ სასამართლოში. მივმართავთ იუსტიციის საბჭოს, იუსტიციის მინისტრს: ქალბატონო თეა, იქნება დაგვდოთ პატივი და მცხეთის რაიონულ სასამართლოს გამოუყოთ 5 მაგიდა, რათა ადვოკატებს გვქონდეს საშუალება, სრულად განვახორციელოთ ჩვენი ვალდებულება და დავიცვათ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების ინტერესები“, – განაცხადა მან. იუსტიციის სამინისტრო ადვოკატის მიერ გაკეთებული ამ განცხადებით გაოცებულია. სამინისტრო დარწმუნებულია – ის ფაქტი, რომ სასამართლო წარმოადგენს იუსტიციის სამინისტროსა და აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან სრულიად დამოუკიდებელ შტოს, განმარტებას არ საჭიროებს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისათვის, არა თუ ადვოკატებისათვის. სასამართლოში მიმდინარე ყველა პროცესი, მათ შორის, ინფრასტრუქტურის საკითხები, შენობების მაგიდებითა და სკამებით აღჭურვა და კომპიუტერებით პროცესის მონაწილე მხარეების უზრუნველყოფა არ შედის საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის მინისტრის კომპეტენციაში. იუსტიციის სამინისტრო გამოთქვამს იმედს, რომ როსტომ კერესელიძის განცხადების მიზანი არ არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის მინისტრის კომპეტენციის შესახებ.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)