|
2020-08-21 10:42:25, 1081 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - ჩვენ გავაგრძელებთ საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას
შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) და აშშ-ის საელჩოს ნიჭიერ პროფესიონალებთან მჭიდრო თანამშრომლობით გავაგრძელებთ საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას, - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია DFC-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებას, რომელიც ადამ ბოელერმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში" გამოაქვეყნა მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის და ადამ ბოელერის მხარდაჭერას განსაკუთრებით აფასებს. „ძალიან ვაფასებ საქართველოს მიმართ შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის და ადამ ბოელერის მხარდაჭერას. ამ უწყების და აშშ-ის საელჩოს ნიჭიერ პროფესიონალებთან მჭიდრო თანამშრომლობით გავაგრძელებთ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას", - წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერში" ოფიციალურ გვერდზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) აღმასრულებელ დირექტორ ადამ ბოელერს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოში DFC-ის მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე. განსაკუთრებულად აღინიშნა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის როლი საქართველოში კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით, მათ შორის, პანდემიის პირობებში. აგრეთვე, გიორგი გახარიამ ადამ ბოელერთან საუბრისას ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტიმულირებისა და ხელშეწყობის მიზნით, არაერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს და ამის კარგი მაგალითია პანდემიის პირობებში, ფოთის პორტში, „პეის ტერმინალის" დაფინანსება. პრემიერმა აღმასრულებელ დირექტორს მადლობა გადაუხადა ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების მხარდაჭერისა და დაფინანსებისთვის, მათ შორის, როგორიცაა საქართველოს ზღვისპირეთში საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურა, საფინანსო სექტორი, ენერგეტიკა, კომუნიკაციები, ჯანდაცვა, ტურიზმი და სხვა და ადამ ბოელერი საქართველოში მოიწვია.
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)