22:26 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-10 11:05:04, 510 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე კრინიცას 25-ე ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ქ. კრინიცას 25-ე ეკონომიკურ ფორუმში იღებს მონაწილეობას. 

დავით ბაქრაძე  ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელზე „აღმოსავლეთ პარტნიორობა - რა იქნება შემდეგ?“ (Eastern Partnership – What next?)  სიტყვით გამოვიდა.

სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე, ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება.

დავით ბაქრაძემ ხაზი გაუსვა ევროპაში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატის მნიშვნელობას.

„აუცილებელია, რომ დიფერენციაციისა და „მეტი მეტისთვის“ პრინციპების შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს ევროკავშირთან ასოცირებული სამი პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერას. ამავდროულად, მნიშვნელოვანია რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ მიმზიდველი დარჩეს მასში მონაწილე ყველა ქვეყნისთვის“ - განაცხადა  სახელმწიფო მინისტრმა.

რუსეთის ფედერაციის მხრიდან გაძლიერებული პროპაგანდის პირობებში, დავით ბაქრაძემ განსაკუთრებულად აღნიშნა სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობა და მისი ეფექტიანი განხორციელებისათვის ევროკავშირის წევრი და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობა.

ქ. კრინიცას 25-ე ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელს  აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის პოლიტიკოსები, საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელები, დამოუკიდებელ ექსპერტები, პარლამენტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics