01:00 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-15 15:44:18, 1213 ნახვა

მსოფლიო
მატეუშ მორავეცკი - ბელარუსის რეპრესირებულ მოსახლეობას პოლონეთის იმედი შეუძლია ჰქონდეს, როგორც ფინანსური, ასევე საცხოვრებელი თვალსაზრისითაც

„ბელარუსის რეპრესირებულ მოსახლეობას პოლონეთის იმედი შეუძლია ჰქონდეს, როგორც ფინანსური, ასევე საცხოვრებელი თვალსაზრისითაც“,- ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პოლონეთს აქვს შემუშავებული გეგმა, რომელიც გათვლილია ბელარუსის მოსახლეობისათვის.

„პოლონეთის სოლიდარობის გეგმა ბელარუსისთვის ასეთია: უსაფრთხოება, გახსნილობა და სოლიდარობა, რადგან ჩვენი მეზობლების უსაფრთხოების გარეშე უსაფრთხო ვერ იქნება ვერც პოლონეთი და ვერც ევროპა. გვინდა ყველას ვაჩვენოთ, რომ ბელარუსს შეუძლია ჰქონდეს პოლონეთის იმედი. ჩვენი გეგმა ხუთპუნქტიანია, უპირველესად კი ითვალისწინებს რეპრესიების მსხვერპლთა მხარდაჭერას, დახმარება ადამიანების, რომლებიც სამსახურებიდან დაითხოვეს, ცემეს და ზიანი მიაყენეს. პოლონეთი წლების განმავლობაში იყო ქვეყანა, სადაც ბევრმა უკრაინელმა საომარი ზონიდან და რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონებიდან იპოვა თავისი ახალი სახლი. ახლაც პოლონეთს შეუძლია  გახდეს სახლი ბელარუსის რეპრესირებული მოქალაქეებისთვის“,  - განაცხადა მატეუშ მორავეცკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics