14:48 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-12 10:26:18, 3476 ნახვა

ომი უკრაინაში
ენტონი ფაუჩი - მეეჭვება, რომ რუსეთმა COVID19-ის ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა დაამტკიცა

აშშ-ს ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, მას ეეჭვება, რომ რუსეთმა COVID-19-ის ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა დაამტკიცა.

აღნიშნულის შესახებ აშშ-ის ინფექციონისტმა ABC News-სთან განაცხადა.

ფაუჩი აღნიშნავს, რომ რუსული ვაქცინის ადამიანებზე ჩატარებული ცდების მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებია.

„იმედი მაქვს, რომ რუსეთმა დაამტკიცა ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა. მე სერიოზულად მეეჭვება, რომ ეს გაეკეთებინათ.

ვაქცინის ქონა და იმის მტკიცება, რომ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია, ორი განსხვავებული რამეა", - განაცხადა ფაუჩიმ.

 მან დასძინა, რომ თუ გვსურს, დავაზარალოთ მრავალი ადამიანი ან მივცეთ მათ ის, რაც არ მუშაობს, ამის გაკეთება, იცით, რომ მომავალ კვირასვე შეუძლიათ, მაგრამ ეს ასე არ მუშაობს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics