2015-09-09 13:44:26, 399 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი მონღოლეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონღოლეთის პრემიერ-მინისტრს, საიხანბილეგ ჩიმედს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და მონღოლეთს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები მიმოიხილეს. აღინიშნა მონღოლეთის დაინტერესება საქართველოს სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროებით.
საუბარი შეეხო აბრეშუმის გზის მნიშვნელობას. მონგოლეთის პრემიერ–მინისტრი მიესალმა ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის იდეას, რომელიც ევროპას და აზიას უმოკლესი გზით დააკავშირებს და შეამცირებს დროს და ხარჯს.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელს შეუწყობენ ორი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლებს შორის პირდაპირი კონტაქტების დამყარებასა და პარტნიორული თანამშრომლობის განვითარებას.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან