20:20 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-11 12:28:06, 2197 ნახვა

კომენტარი
თორნიკე რიჟვაძე: რამდენადაც ტრაგიკული იყო შინდისის გმირების აღსასრული, იმდენად დიდი იყო მათი თავდადება ქვეყნის წინაშე

შინდისის ბრძოლის გმირები გაიხსენეს ბათუმში. თორნიკე რიჟვაძემ,  აჭარის მთავრობის წევრებმა, საჯარო პირებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 2008 წლის ომში დაღუპულ გმირებს.

,,დღეს ჩვენ ვიხსენებთ აგვისტოს ომის ყველაზე გამორჩეულ ჯარისკაცებს, შინდისის გმირებს. რამდენადაც ტრაგიკული იყო მათი აღსასრული, იმდენად დიდი გმირობა და თავდადება გამოიჩინეს მათ ქვეყნის წინაშე. ესაა ნამდვილი მაგალითი თუ როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი პატრიოტი" - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.

შინდისის გმირების სახელობის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და  შინდისის ბრძოლოს 12 წელთან დაკავშირებით გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს საჯარო პირებმა, აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრებმა, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა და მათი სახელობის სკვერში სიმბოლურად, გმირულად დაღუპული მეომრების სახელზე 17 ხე დარგეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics