21:54 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-05 18:59:30, 2848 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - მთავრობა სტუდენტებს კვლავ დაეხმარება და გერმანიაში მოკლევადიანი დასაქმების მსურველი ქართველი სტუდენტებისთვის კიდევ ერთი ე.წ. სოციალური ავიარეისის დანიშვნა იგეგმება

მთავრობა გერმანიაში მოკლევადიანი დასაქმების მიზნით წამსვლელი ქართველი სტუდენტებისთვის კიდევ ერთ ე.წ. სოციალურ ავიარეისს გეგმავს.

ამის შესახებ დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. კერძოდ, ნათია თურნავას ინფორმაციით, ამ ავიარეისით ის სტუდენტები ისარგებლებენ, რომლებიც სხვადასხვა ორგანიზაციის მეშვეობით გერმანიაში მოკლე ვადით არიან დასაქმებულები და აქვთ სამუშაო მიწვევა. 

„როგორც კი შემოვიდა მთავრობაში საკითხი, რომ ქართველი სტუდენტები სხვადასხვა ორგანიზაციის მეშვეობით არიან მოკლე ვადით დასაქმებული გერმანიაში და აქვთ სამუშაო მიწვევა, რომ რამდენიმე თვე იქ იმუშაონ და შემდეგ საქართველოში ბრუნდებიან სწავლის გასაგრძელებლად,  საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსთან ერთად, მათთვის ე.წ. სოციალური რეისი დავაორგანიზეთ. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, კიდევ არის მსურველთა ჯგუფი, ვისაც აქვს სამუშაო მიწვევა გერმანიიდან და ჩვენ ვმუშაობთ, რომ შემდგომი რეისიც უახლოეს პერიოდში დავაორგანიზოთ", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, მთავრობა სტუდენტებს კვლავ დაეხმარება, რომ შედარებით შეღავათიან, სუბსიდირბულ ფასად გაემგზავრონ გერმანიაში და შეძლონ თავისი უფლებით სარგებლობა, რასაც ნიშნავს მოკლევადიანი დასაქმება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics