19:53 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-28 11:05:19, 4865 ნახვა

მსოფლიო
ბელორუსის პრეზიდენტობის კანდიდატი - ჩვენს ქვეყანას არ ესაჭიროება მოკავშირე სახელმწიფო

ბელოუსს არ სჭირდება მოკავშირე სახელმწიფო, - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ „მედუზასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„მე ვთვლი, რომ ბელორუსს არ ესაჭიროება მოკავშირე სახელმწიფო. ბელორუსი უნდა იყოს დამოუკიდებელი სახელწიფო. ჩვენ გვჭირდება ურთიერთობები სახელმწიფოებს შორის, თუმცა არანაირ დამატებით მოლაპარაკებებს ჩვენ არ ვსაჭიროებთ. მაშინ უკვე არ გამოჩნდება დამატებითი სურვილები სხვადასხვა სახელმწიფოების, სადღაც შემოერთებაზე. ჩვენ ისედაც ვმეგობრობთ, ჩვენ გვაქვს ბევრი კავშირი - მეგობრული, ნათესაური, რა თქმა უნდა, ურთიერთობები უნდა იყოს კარგი, აუცილებელია რომ გავაგრძელოთ ეკონომიკური კავშირები. მაგრამ ეს ყველაფერი უნდა შედიოდეს ორივე ქვეყნის ინტერესში.

დამოუკიდებლობა - ეს ჩვენი აბსოლუტური ფასეულობაა, ჩვენ მას არ ვყიდით, არ ვვაჭრობთ დამოუკიდებლობით და არც კი განვიხილავთ ამ საკითხს. ჩვენ მშვიდობიანი ხალხი ვართ და ვიქნებით ყველას მეგობრები, ოღონდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

გასაგებია, რომ რუსეთი ჩვენი მეზობელია, რაც გულისხმობს, რომ ჩვენ გვესაჭიროება კარგი ურთიერთობები. ამიტომ ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ რუსეთი იყოს დემოკრატიული და ცივილიზებული სახელმწიფო“, - განაცხადა ბელორუსის პრეზიდენტობის კანდიდატმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics