00:30 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-24 16:46:36, 3668 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოდან 12, 000 ტონამდე ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული, რაც 45%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, წელს საქართველოში ატმის განსაკუთრებულად კარგი  მოსავალია. ფასები არის მაღალი, 2 ლარი და მეტი, რაც ფერმერისთვის კარგი შემოსავალია იმის გათვალისწინებით, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობით მოდის ჰექტარზე.

„წელს, დაახლოებით 30 000-35 000 ტონა ატმის მოსავალს ველოდებით, საიდანაც ნაწილი საექსპორტოა. დღეისათვის, საქართველოდან 12 000 ტონამდე ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული. შარშან ამ დროისთვის ექსპორტის მაჩვენებელი 7 500 ტონა იყო, ასე რომ საექსპორტო მაჩვენებელი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, მიუხედავად პანდემიისა. შემოსავალი გაზრდილია თანხაშიც, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ფერმერისთვის და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვისაც. ბოლო წლებია ინტენსიურად ვმუშაობდით, რომ ქვეყანაში შუალედური რგოლი, რომელიც აუცილებელია ნებისმიერი პროდუქტის ფერმიდან მომხმარებლამდე მისაწოდებლად, გაჩენილიყო. უკვე რამდენიმე წელია თანადაფინანსებით ვახორციელებთ მეურნეობების მხარდაჭერას. დღეს 22 სამაცივრო მეურნეობა გვაქვს, რომლებიც სრული დატვირთვით მუშაობს. მათი დიდი ნაწილი ბოლო ერთი წლის განმავლობაში შეიქმნა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დღეის მონაცემებით, საქართველოდან  12, 000 ტონამდე ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული, რაც 45%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ძირითადად საექსპორტო ქვეყნებს წარმოადგენს რუსეთი (64%), სომხეთი (31%) და აზერბაიჯანი (4%). აღნიშნულ პერიოდში, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა ყაზახეთში, სინგაპურში, უკრაინაში, მოლდოვასა და სლოვენიაში.

სამაცივრო მეურნეობებში 1 კგ ატმის ჩაბარების ფასი 1.0-1.5 ლარის, ხოლო ვაშლატამას ჩაბარების ფასი 1.5-2.1 ლარის ფარგლებში მერყეობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics