|
2020-07-22 14:36:45, 3355 ნახვა
სამართალი
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთვება
ოჯახის ადვოკატის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთვება. მიხეილ რამიშვილის თქმით, უკვე დაუკავშირდნენ დამოუკიდებელ ექსპერტს მარიამ ჯიშკარიანს და ის საქმეში ჩაერთვება. „მიმდინარეობს შესაბამისი მოქმედებები, ექსპერტიზის წარმომადგენლები არიან, რომელებიც ყველა იმ ღონისძიებას ატარებენ, რაც საჭიროა. რადგანაც მე თვითონ პირადად გიორგი შაქარაშვილის საქმიდან გამომდინარე არ გამაჩნია სრულყოფილი ნდობა. ჩვენი მხრიდან ჩაერთვებიან დამოუკიდებელი ექსპერტები. უკვე ვესაუბრე მარიამ ჯიშკარიანს და ვთხოვე, რომ მისი წარმომადგენელი ჩაერთოს საქმეში და დამოუკიდებელმა ექსპერტმაც გასცეს კითხვებს პასუხი“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. ცნობისთვის, დღეს 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)