|
2020-07-16 12:07:57, 3315 ნახვა
პოლიტიკა
მაღალმთიანი დასახლების სტატუსი კიდევ 59 დასახლებულ პუნქტს მიენიჭა - მათგან 19 საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე პუნქტია
სოციალური დატვირთვის გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ დღეს მივიღებთ და ვიმსჯელებთ, ეს გახლავთ მაღალმთიანი სტატუსის მინიჭება კიდევ 59 დასახლებული პუნქტისთვის ეს გახლავთ: გორის, დუშეთის, თიანეთის, ასპინძის და დმანისის მუნიციპალიტეტები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, გურიაში გომის მთაც მიიღებს ჯერ დასახლებული პუნქტის, შემდგომ უკვე მაღალმთიანი დასახლებული პუნქტის სტატუსს. „ფაქტობრივად გამოდის, რომ 246 000 ჩვენს მოქალაქეს, რომელიც ამ სტატუსით უკვე სარგებლობს მიემატება 26 000 მოქალაქე. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამასთან ერთად დუშეთის და გორის მუნიციპალიტეტებში ეს იქნება 19 დასახლებული პუნქტი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, რაც ასევე, მნიშვნელოვანია. კიდევ ერთი ძველი თემა, გურიაში გომის მთა ასევე მიიღებს ამ სტატუსს და ამ კუთხით სამართლიანობა აღდგება, დასახლებული პუნქტის სტატუსს და შემდგომ უკვე მაღალ მთიანი დასახლებული პუნქტის სტატუსს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)