|
2020-07-16 11:14:51, 3318 ნახვა
პოლიტიკა
კაკულია კობერიძეს - შენი ბულინგის არავის ეშინია, თუ ძმა ხარ, მორჩი ბოდიალს და დემაგოგიას
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს, რომან კაკულიასა და ლევან კობერიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების მიზეზი „ელექტრონული კომუნიკაციების“ კანონპროექტი გახდა, რომელში შესატან ცვლილებებსაც კომიტეტის სხდომაზე დღეს მეორე მოსმენით განიხილავენ. „ერთი შეკითხვა მაქვს ლევან შენთან, დარწმუნებული ხარ, რომ სიღრმისეულად რასთან გვაქვს საქმე ნამდვილად იცი? შენ რომ ძალიან გვიან გამოიღვიძე, ძალიან მოხარულები ვართ ამ გამოღვიძებით. შენი პოლიტიკური ბულინგის არავის ეშინია. შენ შეაშინე, ვისაც შეშინებია, ის. დაწყნარდი, თუ ძმა ხარ, მორჩი ბოდიალს და პოლიტიკურ დემაგოგიას“, - მიმართა კაკულიამ კობერიძეს. ამის საპასუხოდ კობერიძემ კაკულიას ღირსების შენარჩუნებისკენ მოუწოდა. „ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ხარ და ოთხი წელია რა ხდება ეკონომიკაში ვერც შენ გაგირკვევია და ვერც სხვას და არც პასუხი არ მოგითხოვია არავისთვის. მგონია, რომ ძალიან პირადულ შეურაცხყოფაზე გადადიხარ. დაყენებული სახით ლაპარაკობ, მიიღებ ერთ ალიყურს და ღირსიც იქნები. შენ ხარ უზრდელი და მაგისთვის მიიღებ, დემაგოგიც ხარ და მიიღებ მაღალ ალიყურს. ცოტა ღირსება შეინარჩუნე, თუ გვაქვს კიდევ ცოტა რესურსი“, - მიმართა კობერიძემ კაკულიას.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)